ვითარება ავღანეთში და აშშ-ის ახალი დოქტრინა


ახალი რეალობა 20-წლიანი მისიის დასრულების შემდეგ - ავღანეთიდან გასვლისთანავე ვაშინგტონი საგარეო პოლიტიკურ ვექტორს ცვლის. აშშ-სთვის „თალიბანის“ მხრიდან ტერორიზმის საფრთხე მოხსნილია, თუმცა ვითარებას ისევ აქტიურად დააკვირდება. ამერიკის ადმინისტრაციის ახალი დოქტრინით, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებში ცვლილებების მიზნით დიდ სახმელეთო ოპერაციებზე უარს ამბობს და ყურადღებას ჩინეთზე, რუსეთზე და გლობალურ ტერორიზმზე გაამახვილებს.

სტრატეგიული ავტონომიისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბრობენ ევროკავშირში. ავღანეთის მეზობელი ქვეყნები კი კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ იმ არგუმენტით, რომ „თალიბანის“ მმართველობისას ავღანეთის იზოლაცია მსოფლიოს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან