24 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გაიმართება ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია.
პროგრამა გულისხმობს სასტიპენდიო ვაუჩერის დაწესებას იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ კომპიუტერულ და ელექტრულ ინჟინერიაში. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარია, რაც გულისხმობს ერთჯერადად ათი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის (გადასახადების ჩათვლით) გაცემას.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას, რომელსაც გაუძღვება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი, კენ უოლში; ასევე, დაათვალიერონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (გეიმლაბი).
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
დრო: 24 ივლისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/...