შავო ყურშაო - ღებელი ბებოები
Black Dog from village Ghebi :) ლეგენდა - შემოდგომაზე ივანე სანადიროდ წასულა და ერთგული ძაღლი, ყურშაც, წაუყვანია. კლდის წვერზე ჯიხვები შეუნიშნავს, მაგრამ ვერ ასულა. შემდეგ თოვლის გუნდები გაუკეთებია, წყლით დაუსველებია და კლდისთვის კიბედ მიუდგამს. ასე ასულა ზემოთ და ჯიხვებიც დაუხოცავს. ღამე იქვე, გამოქვაბულში, გაუთევია, ნანადირევი კი ძირს ჩაუყრია. მეორე დღეს თოვლის კიბე მზეს დაუდვნია, საგზალიც აღარ დარჩენია და ბოლოს თავისი საყვარელი ყურშას შეჭმა განუზრახავს: შავო ყურშაო, ყურშაო, შავო და შავი დღისაო, შავს დღეზე დაბადებულო, შენ, შავის პატრონისაო. ორივ შიმშილმა შეგვბნიდა, გზა არსადა გვაქვს სავალი, უნდა შეგჭამო, ყურშაო, მეტი არ არის წამალი." ყურშა დაუკლავს, ცეცხლიც დაუნთია, მაგრამ ხორცი ვეღარ უჭამია. ამასობაში ივანეს ძმებს ნანადირევით მიუგნიათ იმ კლდისთვის, რომელზედაც ივანე იყო. ძმებს, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ ჩამოუყვანიათ ივანე კლდიდან. ბოლოს მისი საცოლე მიუყვანიათ. ქალს ასე დაუძახია: ივანე, მას არ იტყოდი, კლდეში არ მეშინიანო? რად ვერ ჩამოხვალ, ვაჟკაცო, სირცხვილის არ გრცხვენიანო?" ამ სიტყვებზე ივანე კლდიდან გადმომხტარა, ერთი დიდი ქვაც გადმოჰყოლია, ზედ დაცემია და მოუკლავს. აქ სრულდება ივანე ქვაციხელის ამბავი. წყარო: https://www.facebook.com/note.php?not...
Giorgi Khukhunaishvili-ის სხვა ვიდეოები
46:02
Kolkhuri Suita - კოლხური სუიტა ( 1970 ) - Georgian...
07:10
Lelos shemobruneba (1982) - part 3/5. Gurian folkl...
08:57
Lelos shemobruneba (1982) - part 5/5. Gurian folkl...
01:04
Chven mshvidoba (1968) - Berdzenishvili, Koroshina...
02:15
Mravaljamieri ( 1968 ) - Vano Mchedlishvili. Kakhe...
15:22
Chuniri (chianuri) - Soso Sturua's Tv show - Svane...
01:01
Me rustveli. Pesvebi trailer. Gurian folklore
02:49
Orira- Folk ensemble of village Makvaneti ( 1984-8...
მსგავსი ვიდეოები
შავო ყურშავ
ქართული ფოლკლორი
ცუდი არ ყოფილა ეს თამაში
შავო
შავო = არ დაიზაროთ ლაიქები და ჩემი არხის გამოწერა
შავო
„შავო ბიჭო შენ კი გენაცვალები ასა" - ამას ჰქვია შესრულება!!!...
ჩვენი არხი our channel
შავო მერცხალო,საით მიფრინავ? Shavo mertskhalo,sait miphrin...
R 888
შავო მერცხალო
Eli sy
გაფრინდი შავო მერცხალი. ,,ვაჟთა გუნდი გორი"
Davit Gigauri
გაფრინდი შავო მერცხალო- ფიფო და ჯანა
andria vachridze