საარჩევნო ბარიერის საკითხი

საკონსტიტუციო ცვლილებები კანდიდატის სტატუსის შემდეგ - მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციიის ნაწილი პოლიტიკურ სატყუარას უწოდებს. „ქართული ოცნების“ იმ არგუმენტს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის გადაწყვეტილება მმართველი პოლიტიკური პარტიის კეთილი ნებაა და არა ევროკომისიის რეკომენდაცია, ოპონენტები არ ეთანხმებიან და დასტურად რეკომენდაციების პირველი პუნქტი მოჰყავთ, სადაც შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზეა საუბარი. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ხუთპროცენტიანი ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევას გულისხმობს, არავითარ კავშირში არ არის 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, თუმცა, პირდაპირ კავშირშია მზარდ პოლარიზაციასთან. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანას ამ სტატუსს კიდევ უფრო დააშორებს, რადგან ეს შესაძლოა პოლარიზაციის ზრდის დამატებითი რისკი გახდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები