რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

2 თვის წინ

რუსეთის საოკუპაციო ძალები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პოზიციებს ამაგრებენ და უკრაინელი სამხედროებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი" ავრცელებს. პარალელურად, უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსეთის „ეს-300-ის“ სარაკეტო სისტემის დანადგარი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორ-ემ 2“ და სამი ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ვითარება ქვეყნის სამხრეთით რთული და დაძაბულია, თუმცა, უკრაინელი სამხედროები კონტროლს ინარჩუნებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან