Scythians by Evgeny Kray

12/18/2022
Tornike Pkhaladze-ის მიერ

სკვიმნია ერქვა ლეჩხუმს მთელ ანტიკურ ხანაში.
შკვითები და შკვითინები კი ლაზურ დიდ ტომს ერქვა.
შკვითი კი შვიდს ნიშნავს მარგალურად.
ლაზებს (მთელ დასავლეთ საქართველოს) ბერძნები \"ინდოელ სკვითებს\" ეძახდნენ.
მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ბერძნებმა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელ ხალხებს და სამხრეთ უკრაინის და სამხრეთ რუსეთის ხალხებს იმიტომაც დაარქვეს ერთიანი სახელი სკვითი, რომ კოლხები ეძახდნენ ეგრე შკვითებიო და ბერძნებშიც ეს სახელი ამ ფორმით გადავიდა. კოლხები ეძახდნენ ასე იმის გამოსახატად რომ ბევრი სხვადასხვა ტომი იყო და მაგის აღსანიშნავად ან შვიდი მთავარი ტომისგან შედგებოდნენ და იმიტომ დაარქვეს \"შვიდნი\" ანუ შკვითი.

სკვითები ხშირად შეცდომით ერთ ტომად მოიხსენიება ხოლმე და ირანიდული ტომი იყოო, ასე ამბობენ. სინამდვილეში სკვითებში მრავალი ტომი შედიოდა და იქ შემავალი ტომები მხოლოდ ინდო-ევროპული, კერძოდ ირანიდული ტომები არ ყოფილან, ძალიან დიდი ალბათობით იქ შედიოდა კოლხური და სვანური ტომებიც, რომლებიც განსახლებული იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებზე უკრაინამდე.
\"როგორც პოპულარულ კულტურაში, ისე აკადემიურ ჩანაწერებში, სკვითები გასათვალისწინებელ ძალად იხსენიება. ასობით წლის განმავლობაში, ისინი ევრაზიის სტეპებში ბატონობდნენ; მრისხანე მეომრებს კიდევ უფრო დიდ უპირატესობას აძლევდა მათი ძლიერი მობილობა და მომთაბარე ცხოვრების წესი...
ან უბრალოდ ასე ვფიქრობდით ათასწლეულების განმავლობაში. სკვითების ძვლების ახალი ანალიზების მიხედვით, ასეთი წარმოსახვა ზუსტ სურათს არ ასახავს; უფრო მეტიც, ზოგიერთი ხალხი, რომლებსაც ჩვენ სკვითებს მივაკუთვნებთ, ხშირად ერთ ადგილას სახლობდა და უფრო მეტად აგრარული ცხოვრების სტილს მისდევდა, ჰქონდათ ურბანული ცენტრებიც.
„ჩვენი კვლევა წარმოაჩენს ადამიანთა ზოგად დაბალ მობილობას სკვითების ხანის მთავარი ურბანული ადგილების სიახლოვეს, რაც ეწინააღმდეგება აქამდე გავრცელებულ სტერეოტიპებს ძლიერ მომთაბარე მოსახლეობის შესახებ“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ალიშა ვენტრასკა მილერი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკვითების ხანაში დიდ მანძილებზე მობილობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა, ეს პროცესი მხოლოდ ინდივიდთა მცირე პროცენტით შემოიფარგლებოდა.
ჩვენი წარმოდგენა იმ ხალხის შესახებ, რომლებსაც სკვითებს ვუწოდებთ და რომლებიც ძვ. წ. 700-200 წლებში ზეობდნენ, რამდენიმე სხვადასხვა წყაროს ეფუძნება. არსებობს ისტორიული ჩანაწერები, მათ შორის ზოგიერთი, იმ დროის ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტეს ეკუთვნის; არის არქეოლოგიური ჩანაწერიც, რომელიც მდიდარია სამხედრო მომთაბარე სტილის აღჭურვილობით, მაგალითად, იარაღებით, ცხენის აღკაზმულობითა და გორასამარხებით.
თუმცა ეს ტრამალი დიდია, 500 წელიც საკმაოდ დიდი პერიოდია, ადამიანები კი კომპლექსურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილისა და დროის ყველა ხალხს სკვითებს მივაკუთვნებთ, ვენტრასკა მილერისა და მისი კოლეგების კვლევა მიუთითებს, რომ იმ დროისათვის, პონტოს ველზე რამდენიმე ან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ცხოვრობდა.
თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სკვითების კბილებსა და ძვლებს მკვლევართა ჯგუფმა იზოტოპური ანალიზი ჩაუტარა და დაადგინა, რომ ამ ხალხს უფრო სტაციონარული ცხოვრების სტილი უნდა ჰქონოდა — მოჰყავდათ ფეტვი და ზრდიდნენ პირუტყვს; მათივე აზრით, მცდარია გაბატონებული წარმოდგენა, რომ ისინი ველური „ბარბაროსები“ უნდა ყოფილიყვნენ...

Background Music:
Ossetian Folk Song - Dæ wyndmæ bællyn\" / \"Мечтаю тебя увидеть\" / \"I wish to see you\".

You can see these paintings here, with description: https://www.facebook.com/media/set/?s...