1

07/02/2024

უნგრეთის პოზიციის გამო უკრაინის ევროინტეგრაციის გზაზე ახალი დილემა ჩნდება.

ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია და პროცესის დაბლოკვით იმუქრება. ევროკომისიამ ერთი თვის წინ ევროპულ საბჭოს შესაბამისი რეკომენდაცია მისცა. ამ საკითხზე, ისევე როგორც მოლდოვას და საქართველოს პერსპექტივაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უნდა იმსჯელონ და თითოეულ ქვეყანასთან დაკავშირებით კონსენსუსის გზით გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. უნგრეთის პრეზიდენტის გარდა, უკრაინის მიმართ სკეპტიკური პოზიცია აქვს სლოვაკეთსაც. ვიქტორ ორბანის მიერ შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტს წყვეტს და ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციებს გეგმავს. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თუ არა მიშელი ორბანის გადარწმუნებას და უკრაინის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების ერთიანი პოზიციის შეთანხმებას. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.