ინფრასტრუქტურის 10 წლიანი გეგმა

გზები, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა, მთის დასახლებების განვითარება - მომდევნო 10 წლის განმავლობაში რეგიონებში 31 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება. რეგიონული განვითარების მინისტრმა 10-წლიანი გეგმა წარადგინა. 2030 წლისთვის უწყება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულებას, ოთხ წელიწადში კი ყველა რეგიონის 24-საათიან წყალმომარაგებას აანონსებს. გეგმის მიხედვით, სამ წელიწადში უნდა დასრულდეს რიკოთის გზის სამშენებლო სამუშაოები, შედეგად თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო სამი ან სამსაათნახევარი იქნება. მიმდინარე წელს კი საჩხერე-რაჭის, ხულო-ზარზმის და ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთების დასრულება იგეგმება. 10-წლიანი გეგმა ახალი ნაგავსაყრელების მოწყობას და 2030 წლისთვის ყველა ძველი ნაგავსაყრელის დახურვასაც გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები