თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგშია


სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ საკითხზე ​EMC-ის იურისტებმა, ქეთი ჩუთლაშვილმა და თამარ სამხარაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ისაუბრებს​.

თამარ სამხარაძე: „თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმპციის საკითხი და მაჩალიკაშვილების ოჯახის ღირსების დაცვა არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. დავა ამ კუთხითაც მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე და გვინდა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ეს საკითხიც დავაყენოთ მას შემდეგ, რაც ეროვნულ დონეზე ამოიწურება დავის რესურსი“.

ქეთი ჩუთლაშვილი: „მაჩალიკაშვილების საქმეზე როცა ვლაპარაკობთ, ორი მხარეა მნიშვნელოვანი: ერთია მისი სამართლებრივი მხარე და მეორე - მისი სოციალური მხარე, რადგან, სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუციები არა მხოლოდ სამართლებრივად ცდილობენ, რომ საქმე დააზიანონ და პროცესი არ წარიმართოს კანონის შესაბამისად, არამედ სოციალური კუთხითაც ცდილობენ მაჩალიკაშვილის ოჯახის დეჰუმანიზება მოახდინონ და მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა შეამცირონ“.

http://emc.org.ge/

ვიდეოები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"-ისგან