მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 55. ევროპული იმპერიები: ესპანეთი და პორტუგალია

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia) ---------------------------------------------------------------------------------- „მწარე პოდკასტის" სერია „ევროპული იმპერიები", ესპანეთსა და პორტუგალიაზე ვრცელი ეპიზოდით დავასრულეთ. მოკლედ განვიხილეთ პირენეის ნახევარკუნძულის ადრეული ისტორია; ვანდალების კვალი და ალ-ანდალუსი; ვესტგოთთა შინაომები და მათი მემკვიდრეობა; კოვადონგისა და ლას ნავას დე ტოლოსას ბრძოლების მნიშვნელობა „რეკონკისტის" ისტორიისთვის; პორტუგალიის სამეფოს დაარსება; ანგლო-პორტუგალიური მრავალსაუკუნოვანი ალიანსი; გავიხსენეთ როდრიგო დიას დე ვივარი; „კათოლიკე მონარქები" ისაბელი და ფერდინანდი; ენრიკე ზღვაოსანი, ბართლომეუ დიაში, ვასკო და გამა, კოლუმბი და დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქა; ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიური იმპერიების აღზევება; კონკისტადორები „ახალ სამყაროში"; აცტეკებისა და ინკების ცივილიზაციების დასასრული; ტორდესიიასის ხელშეკრულება ესპანეთსა და პორტუგალიას შორის; ჰაბსბურგებთა ევროპული იმპერია; „დიდი არმადის" თავგადასავალი; როკრუას ბრძოლა და ტერციოების დაუმარცხებლობის მითის დამსხვრევა; ბურბონები ესპანეთში და ნაპოლეონის „ნახევარკუნძულის ომი"; კოლონიური იმპერიების დაკნინება და დაცემა; პირენეის ნახევარკუნძულის ეთნიკური სიჭრელე; ბასკებისა და კატალონიელების მოტივაციები და ესპანეთის ჰიმნი ტექსტის გარეშე. პოდკასტის სტუმარია ისტორიკოსი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, ზაალ გოგენია. https://www.podbean.com/ew/pb-qtmb5-123bce8

მსგავსი ვიდეოები