„Geverse Development” – შენი აპარტამენტი ბათუმში (R)


ბათუმში დამსვენებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნაც იზრდება. მათ კი, ვინც „კომფორტ-კლასის“ აპარტამენტებთაა დაინტერესებული, აჭარის სამშენებლო ბაზარზე, კომპანია „ანაგის“ საქმიანობა დააინტერესებს.
„კომფორტ-კლასის“ აპარტამენტების ერთ–ერთი პრიორიტეტი ადგილმდებარეობაა. კორპუსი უნდა მდებარეობდეს კეთილმოწყობილ რაიონში, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით; პრიორიტეტია ხელმისაწვდომი ფასი და მშენებლობის მაღალი ხარისხი, მუდმივად მოწესრიგებული სადარბაზო, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის არსებობა და ა.შ.
ამის გარდა, მოსახლეობის კომფორტული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია სადარბაზოში სატვირთო და სამგზავრო ლიფტებისა და შემოსასვლელში „რესეფშენის“ არსებობა, რომელსაც მაცხოვრებლებთან 24–საათიანი სატელეფონო კავშირი ექნება.
იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ბათუმში აწარმოებენ „კომფორტ-კლასის“ ტიპის აპარტამენტების მშენებლობას, გამოირჩევა „Geverse Development”-ი. კომპანიის მიმდინარე პროექტი სახელად „Geverse Batumi Complex“ გამოირჩევა ორიგინალური და ძალზედ ეფექტური პროექტირებით, რომელიც იძლევა ფართის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისების საშუალებას. ყველა სართულზე განლაგებულია ტექნიკური ოთახი რომელიც განკუთვნილია კონდიციონერებისა და ბოილერების განსათავსებლად.
კომპლექსი გაყოფილია ორ ბლოკად: \"ა\"-ბლოკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2018 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. ხოლო \"ბ\"-ბლოკის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
კომპლექსს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საიმედო სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აშენებს. მას საქართველოში 100-ზე მეტი პროექტი წარმატებით აქვს დამთავრებული.
2017 წელს, საქართველოს ეკონომიკის ზრდის დიდი ნაწილი განპირობებულია ტურიზმისა და მშენებლობის სფეროების განვითარებით. ტურისტულ დედაქალაქ ბათუმში კი აქტუირად ვითარდება ორივე მიმართულება.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: http://geverse.ge/ სადაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მშენებლობის პროცესს LIVE რეჟიმში.

ვიდეოები „მეცხრე არხი ახალციხე"-ისგან