Red Cross Volunteer (Happy Volunteer's Day)

12/04/2020
Mariam Avakova-ის მიერ

Happy Volunteer's Day

და ასეთია ჩემი ისტორია!
პირველად, როდესაც წითელი ჯვარი დავინახე ტელევიზორში, მერე სასკოლო სახელმძღვანელოში, პატარა ვიყავი, დავინტერესდი რა იყო, ვინ იყვნენ; გავიზარდე, სტუდენტობისას სულ თვალყურს ვადევნებდი მათ აქტივობებს, ყოველ მიღებაზე განაცხადის გაკეთებას ვგეგმავდი, სულ მინდოდა მეც წითელი ჯვარი კეთილი საქმეებისათვის მეტარებია, ასე გადიოდა დღე, თვე და ყოველი წელი, თავში კი იდეა და სურვილი მიტრიალებდა, საბოლოო გადაწყვეტილება დაუფიქრებლად და ყოყმანის გარეშე გავაკეთე იმ დღეს, როდესაც დავინახე, რომ ქვეყანას ვჭირდები, როდესაც ვიცოდი, რომ შემიძლია ჩემი ძალებით, ნიჭით, ცოდნით, წვლილით და გამჭრიახე გონებით დავეხმარო კრიტიკულ სიტუაციასთან ბრძოლაში

გავიარე საჭირო ეტაპები და წითელ ჯვართან წარმატებით ხელშეკრულება გავაფორმე, პირველი წამები უჩვეულო იყო, აუხსნელი ემოცია, გავიდა დღე, შევუდექი საქმეს და ის აუხსნელი ემოცია სიხარილით და სიამაყით ამოტივტივდა ჩემს სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაში... დაიწყო რთული, დამღლელი, რისკის ქვეშ მყოფი დღეები, მაგრამ ამავდროულად საამაყო ...

დღე როდესაც გავხვდი დაუფიქრებლად წითელი ჯვრის მოხალისე, Covid19-ს დადებითი მხარე, ზუსტად მაშინ, როდესაც ქვეყანას დავჭირდი, არ მიფიქრია, დამიფასდება თუ არა, ვემახსოვრები თუ არა, მთავარი იყო ჩემი წვლილი პანდემიასთან და ვირუსთან ბრძოლაში შემეტანა, სახლში არ ვმჯდარვიყავი, სტრესის და წნეხის ატანა უმოქმედობით არ გამეცადა, სამაგალითო გავმხდარვიყავი, როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვის...
გამოსავალი კი წითელი ჯვარი აღმოჩნდა, და ასე გავხვდი იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომელსაც ასე დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს და დაიწყო ჩემი #წითელიჯვრისმოხალისე -ს ცხოვრება, მანამდე კი ვფიქრობდი წევრობაზე, მაგრამ ჩემს აქტიურ წვლილს მანამდე ისე ვერ შევიტანდი, როგორც ეხლა და #მეგავხდიმოხალისე
იყო წითელი ჯვრის მოხალისე, ეს არის აღიარება, ნდობა, დაფასება, საკუთარი თავისთვის კიდევ ერთხელ დამტკიცება, რომ შენ გაქვს ძალაუფლება იმოქმედო და ცვალო უკეთესობისკენ ...

როდესაც ვსაუბრობთ აქტიურ და ღირსეულ ქვეყნის მოქალაქეობის პასუხისმგებლობაზე, ყოველთვის მიჩნდება განცდა, მე საქართველოს მოქალაქეს რა შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო და ამ პრინციპით უკვე აქტიური 9 წელი მოხალისედ ვარ ჩართული იქ სადაც ჩემი წვლილი საჭიროა, თამამად ვაცხადებ, რომ ამდენი წლის მანძილზე, დაგროვილი გამოცდილების შედეგად მოხალისეობის ელჩის სახელიც კი მერგო (არაფორმალურად)
მახსენდება ილია ჭავჭავაძის სიტყვები \"მგზავრის წერილებიდან\" \"...\"როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე... რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?...\"

გულახდილად, მიუხედავად იმისა, რომ არ ველოდები ქვეყნისგან საპასუხო რეაქციას, მე მეამაყება, ალტრუისტ ახალგაზრდა პროფესიონალს შეძლებისდაგვარად საკუთარ სამშობლოს გვერდში ვედგე, ამ შემთხვევაში უდგახარ მათ, ცალკეულ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც შენში იმედს, დახმარებას, ყურადღებას ხედავენ, გაგრძნობინებენ რომ შენ მათთვის მნიშვნელოვანი ხარ და ეს მუხტი, გახარებული და მადლიერი სახეები იმ ზღვა დადებით ემოციებს იწვევენ, რაც სიტყვებით ზოგჯერ აუღწერელი არის და მიუხედავად გათენებული, დამღლელი დღეებისა, საბოლოოდ ხვდები, რომ ერთ უცხო ადამიანსაც, რომელსაც შეძელი და დაეხმარე, ამით ქვეყანასაც დაეხმარე, საკუთარ თავსაც დაეხმარე, რადგან საკუთარი შესაძლებლობების ფასი გეზრდება და ხვდები, რომ თითოეული გულწრფელი უანგარო მოხალისის შეტანილი წვლილი უფრო ფასეულია და უფრო ღირებული, ვიდრე ზოგიერთი სამოქალაქო, ბიზნესის, პოლიტიკური წრეების განცხადებები თუ ქმედებები, მოხალისეები ქმნიან ქვეყანას, ქმნიან პოლიტიკას და გიჩვენებენ, რომ შეუძლებელი არ არის, მთავარია მოინდომო, მოისმინო და აინთო იმ სურვილით, რომ უკეთესობისკენ წაიყვანო გეზი და რაც მთავარია, ხვდები, ბევრი რამ ფულის ერთეულით არ განისაზღვრება

და ეს წითელი ჯვრის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, როდესაც მთელი ქვეყანა ერთიანდება სიკეთისთვის, მიუხედავად პროფესიული, აკადემიური სტატუსისა, რელიგიასა და ეთნიკურ მიკუთვნილობასა

Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

#RedCrossVolunteer
#ThanksVolunteers
#მადლობამოხალისეებს

P.S. თუ დაგაინტერებთ, საიდან ასეთი მიდგომა და მოხალისეობისადმი ენთუზიაზმი, ჩემი პირველი მოხალისეობის კულტურასთან გაცნობა და მოხალისეობის სამსახური ოფიციალურად დაიწყო 2012წ. ილიაუნიდან Ridemed-ში და პარალელურად ამ უმაგრესი ორგანიზაციის, ეროვნულ დონეზე მოხალისეობის პოპულარიზაციაში, პირველი არასამთავრობო სამოქალაქო ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდ - ით
და მე სიამაყით ვაცხადებ, რომ ვარ მოხალისე, ვარ ქვეყნის სახე და წითელი ჯვრის მოხალისე, სხვა მოხალისეობრივ საქმიანობასთან ერთად ❤
გილოცავთ მოხალისეს საერთაშორისო დღეს

#წითელიჯვრისმოხალისე
#RedCrossVolunteer
#ThanksVolunteers
#მადლობამოხალისეებს
#მეგავხდიმოხალისე