ექსპერტი ნუკრი შოშიაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

▪„ე.წ. კრიტიკული მედია ნიჰილიზმს სთესს, უარყოფით ინფორმაციებს ავრცელებს და დაპირისპირებას ახალისებს - ერთ-ერთი პირველი, რაც პოლარიზაციის დასასრულებლად უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ საკანონმდებლო ბაზა შემოვიდეს, რომლითაც მოქალაქეები საკუთარ თავს დაიცავენ და მეორე - „ფეიკ ნიუსები“ დასჯადი გახდეს“ ▪„საქართველოში შექმნილი სიტუაცია ახალ პოლიტიკურ ძალებს უბიძგებს, ითამაშოს იმ წესებით, რომელთაც „მთავარი“ და ოპოზიციური მედიის მთელი რიგი სთავაზობს“ ▪„ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად საზოგადოების დაყოფასა და პედაგოგიური სიმაღლეებიდან საუბარზეა აგებული - საკუთარ NGO-ებში არ აქვთ დემოკრატიული გამოცდილება და ამას აქეთ გვასწავლიან“ ▪„ყველა საზოგადოებას საკუთარი მითი აქვს; ჩვენთან ასეთია ევროპის იდეა, რომლის ირგვლივაც საზოგადოება ერთიანდება, როდესაც ამის იდეოლოგიზება ან პოლიტიზება იწყება, ეს უკვე საზოგადოებას ჰყოფს - დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ არა გამაერთიანებელი, არამედ პოლიტიზებული აქცია შემოგვთავაზეს, 3 ივლისს დაგეგმილი აქცია კიდევ უფრო პოლიტიზირებულია“ ▪​ექსპერტი ნუკრი შოშიაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imedi-live ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/TVImediOfficial © Teleimedi LLC 2022

მსგავსი ვიდეოები