ციდან დანახული ასურეთი - გერმანული სახლები
ციდან დანახული ასურეთი ასურეთი (ყოფ. ელიზაბეტალი) — სოფელი საქართველოში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ასურეთისხევის (ალგეთის შენაკადი) მარჯვენა მხარეს; მდებარეობს ზღვის დონიდან 760 - 800 მეტრზე; თეთრი წყაროდან დაშორებულია 20 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან - 29 კმ-ით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1237 ადამიანი. არის ამავე სახელწოდების თემის ცენტრი, რომელიც ასევე მოიცავს სოფლებს: ენაგეთი და შავსაყდარი, თემის მოსახლეობა 1917 კაცს შეადგენს. ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში გაუკაცრიელდა მტრის შემოსევების გამო. რუსმა ოკუპანტებმა XIX საუკუნის 20–იან წლებში ჩამოასახლეს გერმანელი კოლონისტები და შექმნეს გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი, როგორც საკუთარი პოლიტიკის ერთგვარი დასაყრდენი. ელიზაბეტალი სოფელს ერქვა XX საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი – ასურეთი. ამ კოლონიის მოსახლეობა სიხარულით შეეგება 11–ე არმიის შემოსვლას. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე ი. ბ. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურის და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი. წყარო: #Youtube - #Giorgi #Archvadze #Filming
მსგავსი ვიდეოები
Aerial view of Asureti / ციდან დანახული ასურეთი
Giorgi Archvadze Videography
ციდან დანახული საქართველო - ულამაზესი ვიდეო კოლაჟი
TV IMEDI
Tbilisi city - ციდან დანახული თბილისი 4K ©
Robbie Smith
ციდან დანახული საქართველო | კადრები, რომლებიც გაგაოცებთ
TV IMEDI
ციდან დანახული ჩაილურის ციხე / Chailuri Fortress 2021
Gstudia studia
ნუცუბიძის პლატო
Iago khorbaladze
ციდან დანახული რუისპირი
სოფ რუისპირი
"ციდან დანახული საქართველო"
ArtanujiPublishing