INSIDE OUT - ცნობიერების ამაღლება ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ

10/26/2022
Ilia State University-ის მიერ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროგრამის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტის INSIDE OUT ფარგლებში ბავშვთა ქალაქ მზიურის კაფე „მზიურის“ ტერიტორიაზე გამართეს სოციალური აქცია, რომლის მიზანიც ბავშვთა მიმართ ძალადობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იყო.

რეალობის გარეთ გამოსატანად პროექტის სოციალური აქტივობის ფარგლებში სტუდენტებმა გადაიღეს 47 აქტივისტის ფოტოპორტრეტი, რომელთაც ახლავს მკაფიო გზავნილები ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები. ღონისძიებაზე განხორციელდა პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოპორტრეტებისა და პოსტერების ინსტალაცია.

პროექტი განხორციელდა პროექტის \"სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში\" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ექსპერტიზ ფრანსის (Expertise France) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით

ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3AEUlIF

ვიდეოები „Ilia State University"-ისგან