2019 წელს გიორგი კეკელიძემ 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების დღე, საქართველოში წიგნის ჩუქების დღედ გამოაცხადა. მანამდე ეს აქაცია არაერთგზის ჩატარდა, თუმცა ყოველთვის ფრაგმენტული გამოდგა. ზოგადად წიგნის ჩუქების დღის ტრადიცია მეოცე საუკუნის დასაწყისში კატალონიაში დამკვიდრდა. 2019 წელსვე გიორგი კეკელიძის ინიცატივას სოციალურ ქსელში ათაითასობით ადამიანი, სახელმწიფო უწყებები, მსხვილი თუ საშუალო ბიზნესები თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები გამოხმაურნენ - #აჩუქეწიგნი . საბოლოოდ ათიათასობით წიგნი გაიყიდა და ათასობით სოფლის ბიბლიოთეკა მომარაგდა წიგნებით