საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

▪„ევროკავშირთან დაახლოების პროცესი უნდა გადარჩეს - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ამ პროცესის ჩასაშლელად, საბაბს ეძებს და ბარიერთან დაკავშირებულ საკითხს მე-13-ე წინაპირობად აყენებს“ ▪„ვინაიდან დავინახეთ, რომ ოპოზიციის ნაწილი საბაბს ეძებდა, ამიტომაც გამოვედით დღევანდელი შეთავაზებით“ ▪„ევროკომისიის 12 წინაპირობიდან ერთ-ერთი დეპოლარიზაციაა, რომელიც დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებითაც მიიღწევა - თუ ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ეს დეპოლარიზაციას თავისთავად გამოიწვევს“ ▪„ვინც დღეს 12 პრიორიტეტის გარშემო მუშაობაში არ მონაწილეობს, კანდიდატის სტატუსის მოცემას ეწინააღმდეგება“ ▪„„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავისვე, საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლია - პროპაგანდისტული ხუხულა აუცილებლად ჩამოენგრევათ“ ▪„მის ინტერესებს, ვისაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა პირდაპირ ეწინააღმდეგება“ ▪„12 პუნქტის შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, ჩვენი ოპონენტები ჩაერთვებიან თუ არა ამ პუნქტების შესრულებაში, მაგრამ ეს პროცესი სრულყოფილი რომ იყოს, ინკლუზიურობაა საჭირო“ ▪„სამწუხარო მოვლენაა, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილი ასე ჩამოიშალა, ზღვარი წაიშალა და გაურკვეველია, რომელია პარტია და რომელი - არასამთავრობო ორგანიზაცია; ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია პარტიასავით იქცევა“ ▪„იმის თქმა, რომ საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის საფრთხე არარეალურია, ან მიამიტობა, ან - მავნებლობაა“ ▪შალვა პაპუაშვილი შვეიცარიული ბანკისა და ბიძინა ივანიშვილის საქმეზე: როცა ბანკი ამხელა ავანტიურაზე მიდის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შვეიცარული საბანკო სისტემის სანდოობას, რთული განსასაზღვრია, რატომ უნდა უღირდეთ და რატომ უნდა აკეთებდნენ ამას ▪შალვა პაპუაშვილი არახამიას განცხადებებზე: ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა ტიპური რუსული პროპაგანდაა - ნებისმიერი დემოკრატიისთვის, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ხელისუფლების მიზანში ამოღება, ხალხის მიზანში ამოღებას ნიშნავს ▪საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imedi-live ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/TVImediOfficial © Teleimedi LLC 2022

მსგავსი ვიდეოები