ვანო მჭედლიშვილი დაიბადა 1903 წლის 10 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში. 20 წლის ასაკში მან კაკაბეთში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მომღერალთა ანსამბლი და სწორედ აქედან დაიწყო ვანო მჭედლიშვილის, როგორც ლოტბარის საქმიანობა. 1929 წელს საქართველოს მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე იგი თავისი გუნდით წარსდგა და ჟიურის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა; 1930 წელს მიხა ჯიღაურთან ერთად იმოგზაურა მოსკოვსა და ლენინგრადში და ფირფიტაზე ჩაწერა რამდენიმე სიმღერა.
1940 წლიდან გადავიდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში და სწორედ აქ გამოჩნდა მისი, როგორც ლოტბარის, არაჩვეულებრივი ნიჭი.
1954 წლის მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ვანო მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით მსმენელის წინაშე წარდგნენ მცხეთის, საგარეჯოსა და კაჭრეთის სარაიონო გუნდები.
აღსანიშნავია მისი, როგორც სიმღერების შემკრებისა და აღმდგენის მოღვაწეობა. აღსანიშნავია, რომ მას პროფესიულ-მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, ამიტომ ზეპირად უხდებოდა სიმღერის შესწავლა და ასევე ზეპირად გადასცემდა სხვასაც. მან პირველად ააჟღერა სცენაზე მთელი რიგი ქართლ-კახური სიმღერები, რომლებიც დღემდეა ხალხური სიმღერის ანსამბლების რეპერტუარში.სიმღერების შეკრება-აღდგენისა და დამუშავების გარდა ეწეოდა დიდ პედაგოგიურ მოღვაწეობას. სიმღერებს ასწავლიდა ბავშვებს, ხელმძღვანელობდა გუნდებს. აღზარდა მთელი პლეადა მომღერლებისა - საკმარისია დავასახელოთ ჰამლეტ გონაშვილი, რომლის მომღერლად ჩამოყალიბებაში ვანო მჭედლიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის.
ვანო მჭედლიშვილი გარდაიცვალა 1970 წლის 12 ოქტომბერს 67 წლის ასაკში.
==================================================================================
სიმღერა,სიმღერები,მუსიკა,მელოდია,ხალხური,საქეიფო,Georgian music,Georgian folk,ქართული,ქართული სიმღერა,ქართული სიმღერები,ხალხური სიმღერა,ხალხური მელოდია,საქეიფო სიმღერა,საქეიფო სიმღერები,simgera,simgerebi,saqeipo,saqeifo,qartuli,qartuli simgera,qartuli simgerebi,saqeifo simgera,saqeifo simgerebi,ვანო,მჭედლიშვილი,ვანო მჭდლიშვილი, vano,mchedlishvili,vano mchedlishvili,
===================================================================
#სიმღერა #მუსიკა #ქართული