სტაფილოს ნამცხვარის რეცეპტი / Carrots Cake

27.09.2019 04:24

სტაფილოს ნამცხვარი გთხოვთ გამოგვიწერეთ: ► https://bit.ly/2JUI0nv Instagram: ► https://instagram.com/sofisculinary/ Facebook: ► https://facebook.com/SofisCulinary/ გიცდიათ სტაფილოს კექსის მომზადება? გთავაზობთ უგემრიელეს რეცეპტს. მომზადების წესი 4 კვერცხის ცილით ამოვიყვანოთ ბეზე. კვერცხის გულეს დავამატოთ 160 გრ. შაქარი და მიქსერით კარგად ავურიოთ. მიღებულ მასას ნელ-ნელა შევურიოთ ბეზე, 80 გრ. ზეთი, 1 ც. ფორთოხლის წვენი, ფქვილი 250 გრ.1 ჩ/კ. სოდა, მწიკვი მარილი, ვანილი, 2 ც. ფორთოხლის ცედრა და 2 ც. საშუალო სტაფილო (გახეხილი). გემოვნებით ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში და ნიგოზი. მომზადებული მასა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე - 40 - 50 წთ. გემრიელად მიირთვით ინგრედიენტები 2 ც. საშ. სტაფილო 250 გრ. ფქვილი 160 გრ. შაქარი 4 ც. კვერცი 80 გრ. ზეთი 1 ც. ფორთოხლის წვენი 2 ც. ფორთოხლის ცედრა 1 ჩ/კ, სოდა მწიკვი მარილი

გაზიარება: