რატომ გაიწვიეს ოკუპირებულ აფხაზეთში “აპარტამენტების შესახებ” კანონი?

10.08.2024 18:50

18 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა პარლამენტის სესიაზე განსახილველად წარადგინეს კანონი „ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“, რომელსაც ე.წ. "აპარტამენტების კანონი" უწოდეს. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებდა ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას. 17-18 ივლისს სოხუმში დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ "აპარტამენტების კანონის“ წინააღმდეგ, კანონის ინიციატორი დეპუტატები აიძულა დე ფაქტო პარლამენტიდან პროექტი უკან გაეწვიათ. ვანო აბრამაშვილი გვიყვება მიმდინარე პროცესებსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოახლოებულ არჩევნებზე. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli... Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება: