16.01.18. ბექა დავითულიანი: „თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება“

01/16/2018
Tbilisi City Assembly-ის მიერ

მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება, - ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე რესტრუქტურიზაცია და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ორი სხვადასხვა საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ოპონენტები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

ბექა დავითულიანის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება და საჯარო მოხელეები ყოველთვიური ანაზღაურების სახით ზუსტად იმდენივეს მიიღებენ, რამდენსაც ამ ცვლილებებამდე იღებდნენ. ბექა დავითულიანის განმარტებით, ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად, იცვლება ანაზღაურების სახელი და არა ოდენობა.

იხილეთ ვრცლად: https://goo.gl/9RCWfo