თეორემა: სერიალები / თოვლი / რაგბი (ანონსი)
- დღეს ქართულ ტელეეთერში ბევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული, განსხვავებული ჟანრის ტელესერიალის ხილვა შეგვიძლია. სერიალები, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მხოლოდ დიასახლისებისთვის განკუთვნილ, დაბალხარისხიან პროდუქტად ითვლებოდა, დღეს წარმატებით უწევს კონკურენციას მხატვრულ კინემატოგრაფს. რომელ სერიალებს და რატომ ანიჭებს უპირატესობას ქართველი მაყურებელი, ამის შესახებ ჩვენს სტუმრებთან ერთად, გადაცემის პირველ ბლოკში ვისაუბრებთ. სტუმრები: გეგა ფალავანდიშვილი, დიმა ტატიშვილი, ბაჩა მალაზონია, კონსტანტინე გამსახურდია. - ბოლო დღეებში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რამაც ქვეყნის მასშტაბით გარკვეული დისკომფორტი შექმნა. გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ბევრად მეტი ადამიანი მიმართავს დახმარებისთვის სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურებს. ვის შეუქმნა პრობლემები ყინვამ, და ვის უხარია თოვლის მოსვლა, ამას გადაცემის მეორე ბლოკში შევიტყობთ. სტუმრები: თორნიკე შიოლაშვილი, სვეტლანა ნიორაძე, ლუკა ყვავილაშვილი, მევლუდ მელაძე. - საქართველოს რაგბის ნაკრებმა ერთა თასზე ასპარეზობა შთამბეჭდავი შედეგით დაიწყო, ამ სეზონზე პირველი მეტოქე, ბელგიის ნაკრები ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 35:0 დაამარცხეს. რა გეგმები აქვს საქართველოს ნაკრებს, როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის - ამის შესახებ გადაცემის მესამე ნაწილში. სტუმრები: ნიაზ მამრიკიშვილი, შალვა მამუკაშვილი, მერაბ შარიქაძე და ნიკა რამიშვილი. http://fb.com/Teorema.Tabula
Tabula ტაბულა-ის სხვა ვიდეოები
საქართველოს უახლესი ისტორია უკომენტაროდ
საუბარი რელიგიაზე: ეთნოსში მოთავსებული ქრისტიანობა
ქართველმა ხელოვანებმა ბოთლებში მოთავსებული გზავნილ...
დისკუსია საქართველოს შესახებ მარშალის ფონდში
მძიმე კაცთან - გელა ჩარკვიანი
მძიმე კაცთან - ნინო კასრაძე
მძიმე კაცთან - მაქსიმე მაჩაიძე
მძიმე კაცთან - ზაზა ნოზაძე
მსგავსი ვიდეოები
თეორემა - სერიალები
Tabula ტაბულა
საქართველოს უახლესი ისტორია უკომენტაროდ
Tabula ტაბულა
თეორემა: ინტერვიუ ნიკა რურუასთან
Tabula ტაბულა
თეორემა - ფოსტალიონი 41-ჯერ რეკავს ზარს
Tabula ტაბულა
თეორემა - თეორემა: მამა გაბრიელი და ორი სურვილი
Tabula ტაბულა
თეორემა - სტალინი
Tabula ტაბულა
თეორემა - სექსუალური პრეფერენციები საჯარო სივრცეში
Tabula ტაბულა
თეორემა - დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში
Tabula ტაბულა