პრეზიდენტი დასაქმების სააგენტოში


საქართველოს პრეზიდენტი დასაქმების სააგენტოს ესტუმრა და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა და ამ სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ახალი უწყება სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებლებს შორის კავშირის აღდგენას შეუწყობს ხელს.
საქართველოს პრეზიდენტმა საპენსიო პაკეტის გაზრდის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ასაკოვანი ადამიანების დასაქმება და მათი გამოცდილების გამოყენება. აჭარის დასაქმების სააგენტოში, დასაქმების მოთხოვნით, ამჟამად, 5 ათას 840 ადამიანის განცხადებაა შესული. სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა პოზიციებზე 1500 ვაკანსიაა. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook:   / saakashvilimikheil  
Visit Twitter:   / saakashvilim  
----------------------------------------------------------------------------------------