სტალინის ეპოქა გიორგი ახლოურთან | Сталинская эпоха с Георгием Ахлоури | Stalin epoch with G.Akhlouri


ვაჟა-ფშაველა და იოსებ სტალინი
ნაწყვეტი კანდიდ ჩარკვიანის წიგნიდან - „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“
სტალინი შეძლების ფარგლებში ეცნობოდა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს, მაგრამ მან გაცილებით უფრო ღრმად იცოდა ჩვენი კლასიკური მწერლობა. ხანდახან, განწყობილების მიხედვით, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის რომელიმე ლექსის ერთ ან ორ სტროფს ზეპირად იტყოდა. უყვარდა რაფიელ ერისთავის შედევრი - „სამშობლო ხევსურისა“. შესანიშნავი ლექსიაო, - ამბობდა, - მაგრამ იდეურად ძალიან შეზღუდულია, კარჩაკეტილობის ნამდვილი აპოლოგიააო.
სტალინი, რასაკვირველია, კარგად იცნობდა ვაჟა-ფშაველას პოეზიას. საგულისხმოა, რომ ვაჟას ის ზოგჯერ გვარით იხსენიებდა - „ლუკა რაზიკაშვილის ლექსიო“, იტყოდა. ჩანს, 90-იან წლებში, როცა სოსო ჯუღაშვილს ქარტულ პოეზიასთან უშუალო დამოკიდებულება ჰქონდა, დიდი პოეტის ფსევდონიმი იმდენად არ იყო დამოუკიდებელი, რომ გვარი მთლიანად შეეცვალა. სტალინი დროდადრო გაიხსენებდა და ზეპირად იტყოდა ვაჟას ლექსს „სიტყვა გადვაგდეხალხშია“, მისი პოემების მონუმენტურობასაც ხშირად ხაზს უსვამდა.
1950 წლის ოქტომბერში სტალინთან, ცივ წყაროზე, ლაპარაკი ჩამოვარდა ქართული ლიტერატურის შესახებ. შევეხეთ ვაჟა-ფშაველასაც, რომლის პოეზიას მე ძალიან მაღალი შეფასება მივეცი. სტალინს თავისი აზრი ვაჟაზე მაშინ არ გამოუთქვამს. მან მხოლოდ ის მთხოვა, რომ მისთვის ვაჟა-ფშაველას თხზულებები გამეგზავნა. სამი დღის შემდეგ ვაჟას ოთხ თუ ხუთტომიანი გამოცემა სტალინის მაგიდაზე იდო. გავიდა თითქმის თვე-ნახევარი და 1950 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, სტალინმა გაგრიდან დამირეკა. შედგა საკმაოდ გრძელი საუბარი ვაჟას პოეზიისა და მსოფლმხედველობის შესახებ. დილით ეს საუბარი ჩავიწერე მთელი შესაძლებელი სიზუსტით. აუთენტურობისათვის მომყავს მისი ტექსტი ორიგინალის ენაზე.
#saqartvelo #ussr #Georgia #საქართველო #სტალინი #Stalin

ვიდეოები „გიორგი ახლოური • Giorgi Akhlouri"-ისგან