აშშ-ს შიდაპარტიული არჩევნები თბილისში დაიწყო. რა არის კოკუსი?

06.02.2020 06:45

ახალი ვიდეოების მათ განთავსებისთანავე სანახავად გამოიწერეთ ლიტაგორას არხი. For English subtitles Press CC 3 თებერვალს აშშ-ს დემოკრატიულმა პარტიამ შიდაპარტიული არჩევნები დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში პარტიული ნომინაციის მაძიებლები სხვადასხვა შტატებს მოივლიან და მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან. გამარჯვებული 2020 წლის ნოემბერში მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება. შიდაპარტიული არჩევნები აიოვის შტატის კოკუსით დაიწყო. პირველად ისტორიაში აიოველებს ხმის მიცემა აშშ-ს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სამ ქალაქში შეეძლოთ - გლაზგოში, პარიზში და თბილისში. 3 თებერვლის აიოვის კოკუსი თბილისით დაიწყო, აქ დაფიქსირდა შტატის პირველი შედეგები. თბილისის შეკრებას ჟურნალისტმა ჯოშუა კუჩერამ უმასპინძლა. კოკუსს ლიტაგორაც დაესწრო და მის მონაწილეებს გაესაუბრა. ვიდეო/მონტაჟი: დათო ლობჟანიძე Thumbnail: სალომე ლეჟავა ფოტოები/Photos: ნიკოლოზ ჰორანი/Nicholas Horan მუსიკა Jeremy Blake - Pixelated Autumn Leaves Cooper Cannel - Simple Gifts Chris Haugen - Front Porch Blues Facebook https://www.facebook.com/litagora/ Instagram https://www.instagram.com/litagoramag... #ამერიკისარჩევნები #ლიტაგორა #პრაიმერი

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო