ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ19-ზე გამარჯვებას ზეიმობენ

11.08.2022 00:49

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და სამხრეთ კორეას შურისძიებით ემუქრება. კიმ იონგის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-19-ი სეულის დახმარებით გავრცელდა. იონგის თქმით, კოვიდ-19-ი თავადაც გადაიტანა, თუმცა მსუბუქად. დღესვე, იონგის ძმამ, კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში ყველა პანდემიური შეზღუდვა გააუქმა და კოვიდ19-ი დამარცხებულად გამოაცხადა. პანდემიური შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეაში მაისში აამოქმედეს. #ამერიკისხმა

გაზიარება: