ახალი 12 | დაკავება დმანისში | 25.09.12

25.09.2012 01:17

სამართალდამცავებმა გუშინ ღამით დააკავეს დმანისის შტაბის წევრი ემზარ პეტრიაშვილი. ის თავდაპირველად დმანისის პოლიციაში, შემდეგ კი მარნეულის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს. როგორც სამართალდამცავებმა პეტრიაშვილის ადვოკატს განუმარტეს, იგი წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, გვიან ღამით შინ მიმავალი ემზარ პეტრიაშვილი გზაში იგინებოდა. ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დღეს გაიმართება. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: