სამართალდამცავებმა გუშინ ღამით დააკავეს დმანისის შტაბის წევრი ემზარ პეტრიაშვილი. ის თავდაპირველად დმანისის პოლიციაში, შემდეგ კი მარნეულის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს. როგორც სამართალდამცავებმა პეტრიაშვილის ადვოკატს განუმარტეს, იგი წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, გვიან ღამით შინ მიმავალი ემზარ პეტრიაშვილი გზაში იგინებოდა. ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დღეს გაიმართება.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube