უგულავას ფოთში მერობის კანდიდატად დარეგისტრირება შეეძლება

ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია, ოთხი ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ წარადგინა. გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს წინასაარჩევნო პროცესის ხელის შეშლას, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სიის ფორმირებისას იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაძლებელი გახდა კონსენსუსის მიღწევა და საზოგადოებას მან სწორედ ერთობლივი გადაწყვეტილებით შერჩეული კანდიდატები წარუდგინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები