თაფლის ექსპორტი გაიზარდა - რა არის მიზეზი?

იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი) საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94 ათასი დოლარი) ისრაელი - 3,57 ტონა (19,66 ათასი დოლარი) გარდა ამისა, წელს მცირე რაოდენობით თაფლის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში - არაბთა გაერთიანებული საამიეროები, გერმანია, იაპონია, საუდის არაბეთი. სტუმარი: ერეკლე ჩიკვაიძე - "აპიჯეო"-ს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

მსგავსი ვიდეოები