მე-2 ნაწ: PKTV-ს ინტერვიუ 24 ტყვიით ჩაცხრილულ იკარუსის მძღოლთან, რომელსაც 1992 წლის 6 იანვარს...

12/28/2018
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: http://pktv.ge
დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 574 60 34 43;
592 777 311 (ცხელი ხაზი),
გადაცემა 2 ნაწილად.
ეს მე-2 ბლოკია, დასაწყისი იხილეთ 1-ლ ბლოკში.
PKTV-ს ექსკლუზიური ინტერვიუ 24 ტყვიით ჩაცხრილულ იკარუსის მძღოლთან, გივი (იური) გაგუასთან, რომელსაც 1992 წლის 6 იანვარს კანონიერი ხელისუფლება გაყავდა საქართველოდან!!! გივი გაგუას თვალი გოჩა ბახიამ დაუხუჭა, მეტეხის ხიდიდან კი მისი \"გვამი\" დეპუტატმა ვალერი გაბელიამ \"გამოიტანა\"- ბუნებრივია, ყველას გარდაცვლილი ეგონა!!!! ეს გმირი მამაკაცი ერთი კვირის მანძილზე პროზექტურაში სხვა მიცვალებულებთან ერთად ყავდათ... იგი სასწაულებრივად გადარჩა ქალაქ თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმ კოტე გობეჩიას დიდი დიდი პროფესიონალიზმის შედეგად.
ის რაც არ \"ახსოვს გარდაცვლილ\" იური გაგუას, გვიყვება მისი მეუღლე ქალბატონი ნანი.
ეს გახლავთ სპეცრეპორტაჟი სამეგრელოდან, კერძოდ, სენაკიდან, ექსკლუზიური მასალებით მხოლოდ ტელეკომპანია PKTV-ს-თვის. ტელეკომპანია PKTV-ის
გადამღები ჯგუფი ოჯახში ვეწვიეთ ეროვნული მოძრაობის წევრს, ცნობილ \"იკარუსის\" მძღოლს ბატონ გივი (იური) გაგუას, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს ჩაერთო. ბატონი გივი-იური გაგუა ტელეკომპანია PKTV -ს ექსკლუზიურ მასალებს აწვდის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და 1990-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით, 1991-92 წწ. პუტჩის დეტალებსა და მის შემდგომ პერიოდზე საქართველოში.. ასევე ბატონი ბატონი გივი-იური იხსენებს მერაბ კოსტავასთან პირველ შეხვედრასა და შემდგომ ურთიერთობებს მასთან. ეხება არჩევნების თემებსაც.
გადაცემა ტელეკომპანია PKTV -ს პირდაპირ ეთერში გავიდა 2018 წლის დეკემბერში, ქეთი სესიაშვილის საავტორო რუბრიკით: 'ჟურნალისტური გამოძიება - ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის, საქართველოში \"ნიურნბერგის პროცესი იწყება!\"
მაშ ასე, ნახეთ ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეომრებთან, კერძოდ, ავტობუსის მძღოლთან, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელ ბატონ გივი-იური გაგუასთან, რომელიც თბილისში, მეტეხის ხიდთან ჩაცხრილეს 1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას, როცა მას პუტჩისტების მიერ განდევნილი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები გაჰყავდა თბილისიდან!!!
რა ხდებოდა 1991-წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის არა მარტო თბილისში, სრულიად საქართველოში და ვის აძლევდა ხელს პრეზიდენტ გამსახურდიას სიკვდილი?!
გივი-იური გაგუა ამხელს! რა საიდუმლოებებს ინახავს 1990-იანები...
PKTV-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში

გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი
გადაცემაზე მუშაობდნენ: ქეთი სესიაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილი, კონსტანტინე ფორჩხიძე

მაშ ასე, გვიყურეთ და გაიგეთ, თუ რა განაცხადა გივი-იური გაგუამ მხოლოდ PKTV -ს ეთერში,
გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-049-ე არხი; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!
დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 574 60 34 43;
592 777 311 (ცხელი ხაზი),
FB: PKTV, keti sesiashvili, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების სამსახური; ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის.
ასევე ელ-ფოსტაზე: [email protected]

● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან