ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ორსანტიაში, ცვანესა და ერგეტაში გამართა

10/12/2020
Georgian Dream SZS-ის მიერ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ორსანტიაში, ცვანესა და ერგეტაში გამართა. კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და პარტიის ხედვები და მომავალი ოთხი წლის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. ,,ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეს ყველაზე მეტად არის მოქალაქეზეა ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს მისაბაძია ბევრი ჩვენზე მეტად ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსთვის. თუმცა ჩვენ აქაც არ ვჩერდებით, რადგან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ხარისხი, უფრო მეტი პროგრამები, უფრო მეტი განვრცობადობა ჯანდაცვის სფეროში” განაცხადა მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ჩიოქვანმა.

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის

ვიდეოები „Georgian Dream SZS"-ისგან