ვაქცინაციის პროცესი

დამძიმებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში და იმუნიზაციის პროცესი, – ამჟამად მოქალაქეებისათვის ოთხი მწარმოებლის ვაქცინაა ხელმისაწვდომი: ჩინური წარმოების ორი ვაქცინა, „ასტრაზენებკა“ და „ფაიზერი“, რომლის დამატებითი 160 ათასზე მეტი დოზა უკვე საქართველოშია. ეს იმ პარტიის ნაწილია, რომელიც ქვეყანას უკვე შეძენილი აქვს, შემოტანა კი ეტაპობრივად განხორციელდება. არჩევანის მიუხედავად, იმუნიზაციის ტემპი ამ დროისათვის ისევ დაბალია, - სულ აცრილია ნახევარ მილიონამდე მოქალაქე, თუმცა ორჯერადი ვაქცინაცია აქედან მხოლოდ 153 ათას პირს აქვს ჩატარებული. როგორ მიმდინარეობს და შესაძლებელია თუ არა წლის ბოლომდე იმუნიზაციის ეროვნული გეგმით გაწერილი მიზნის მიღწევა - თათია ტაბეშაძე მუშაობს თემაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები