საოკუპაციო ძალებმა ზარდიაანთკარში 1 პირი უკანონოდ დააკავეს

11/21/2020
Trialeti TV-ის მიერ

ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავა

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან