დიახ, სააკაშვილი ხელდამშვენებული შემოვა საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიციით - თაკო ჩარკვიანი

10.09.2021 08:47

ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული საქართველოდან სახელმწიფო და დააყენა ფეხზე”– განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა. „პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია, მაქვს ამის თქმის უფლება, როდესაც 3-მილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, გაწვალებული არიან ექიმები, რომლებსაც ხელში აკვდებათ დღეში 78-86 ადამიანი. ეს პრაქტიკულად უდრის გენოციდს. ჩვენ სახელწიფო გვქონდა, სახელმწიფო არ გვაქვს, მარიონეტი რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში. გამომდინარე აქედან და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, მისი დაბრუნების შესახებ საქართველოში, რაც მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ, ჩავუდექი ინიციატივა სათავეში, მე, თამარ ჩარკვიანი ვინაიდან, მოგეხსენებათ მე ვარ პარტია „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღევანდელი დღე ჩემს პარტიას არ ეძღვნება. დღეს თქვენ მომსწრენი ხდებით, ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“. ტელეფონის ნომრებს მოგაწოდებთ ჩვენს გვერდზე. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, შექმნა დანგრეული ჩაბნელებული საქართველოდან სახელმწიფო დააყენა ფეხზე. როდესაც ისრაელი სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად. ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული მართლმსაჯულება სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ რეფორმირებული ნორმალური სამართლებრივი სისტემა. დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს, უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, უდნა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც მას არასწორად ჩამოერთვა და ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო, როდესაც დევნი ადამიანს, შემდეგ ამის ჩამორთმევა უარის თქმად კი არ ითვლება, ნიშნავს რომ შენ დევნი. ის უნდა მობრუნდეს, მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა, ჩვენ უნიჭოები არ ვართ ქართველები, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დიახ! გულაგების პრეზიდენტი სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს- მათიკაშვილი
04:20

დიახ! გულაგების პრეზიდენტი სააკაშვილი სამართლიანად იხდის სას...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, საომარი მოქმედებები ჩვენ დავიწყეთ!
00:41

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, საომარი მოქმედებები ჩვენ დავიწყეთ!

ინტერნეტგამოცემა ლიდერი

დიახ, ნუ მოვწყდებით ჩვენს ტრადიციებს,  ჩვენ ვართ ტრადიციულები და ინოვაციურები - სააკაშვილი
01:25

დიახ, ნუ მოვწყდებით ჩვენს ტრადიციებს, ჩვენ ვართ ტრადიციულებ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

დიახ, ჩამოვუხტი  მუხრან ბატონს, არაფერში არ მჭირდება ტილიანი თანამდებიობ!- სააკაშვილის სიტყვა
01:19:35

დიახ, ჩამოვუხტი მუხრან ბატონს, არაფერში არ მჭირდება ტილიანი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი, რადგან ეს ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევაა- ბოკუჩავა
07:59

დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი, რადგან ეს ქვეყნი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

მიხეილ სააკაშვილის წერილი
02:31

მიხეილ სააკაშვილის წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამ კოლექტიურ ნაციმოძრაობას პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად უდის. დიახ, ასეა! - ალუდა ღუდუშაური
08:14

ამ კოლექტიურ ნაციმოძრაობას პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გვერდიდან | 21.09.2023
00:30

გვერდიდან | 21.09.2023

POSTV - ანალიტიკა

ყველა ვიდეო