ახალი დეტალები ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრებზე
06/18/2021
MULTIMEDIA GE-ის
მიერ
“ნოდარ მელაძის გადაცემაში გასული ჩანაწერი მოდელირებული და გაყალბებულია” – მთავარმა პროკურატურამ (სავარაუდოდ) ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედური გამოძიების შედეგები წარმოადგინა. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლამდე 1 დღით ადრე.
პროკურორის ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ უსმენდნენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ყველა ლიდერს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 მარტს, TV “პირველი”-ს გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათი”-ს ეთერში გავრცელდა (ამ ეტაპზე სავარაუდოდ) ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერი, გადაცემაში ითქვა, რომ ეს იყო 2012 წლის შემდეგ, ანუ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ფარულად ჩაწერილი სატელეფონო ჩანაწერი.
გამოძიების ცნობითვე, TV პირველის ეთერში გასული ჩანაწერის ანალიზის დროს გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს რედაქტირება-მონტაჟს და შეცვლილია შინაარსი.
შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia
მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
ჩვენი ვებ გვერდი:
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია