589

დაემატეთ ინსტაგრამზე ჩვენს არხს და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი https://shorturl.at/M28WN მოამბის წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დროებით ეთერიდან მოხსნეს - ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ ამ გადაწყვეტილებას ცენზურა და მიუღებელი პოლიტიკური ჩარევა უწოდა. ეთერიდან მოხსნამდე ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელისუფლებო გავლენებზე ღიად საუბრობდა და მოამბის ეთერში, ყოველი ამბის წინ დაჭერილ კოლეგას, მზია ამაღლობელს და სხვა დაკავებულებს უცხადებდა სოლიდარობას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დეკემბრის დასაწყისიდან ყოველ საღამოს იმართება საპროტესტო შეკრება „სახალხო ეთერი“ - სადაც აქტივისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საზოგადოებისთვის გახსნას ითხოვს. მაუწყებლის მენეჯმენტი სახელისუფლებო გავლენების შესახებ ბრალდებებს უარყოფს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 6 თებერვალს 2150-ის სტუმარი იქნება. მასთან ერთად განვიხილავთ, რამდენად ფართო და ღრმაა პრობლემები, რომლებმაც მოამბის წამყვანს ღიად საუბარი გადააწყვეტინა - რატომ ფიქრობს, რომ მაუწყებელი ვერ ასახავს საზოგადოების განწყობებს, როგორ იმართება ის და რა უშლის ხელს, რეალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად იქცეს?

გაზიარება: