ქარიატა ( ირაკლი შონიას ვიდეო ჩანახატი)
ქარიატა ფართობი - 1686,03 ჰა. მოსახლეობა - 830 ადამიანი. შემავალი სოფლები: გაღმა ქარიატა (თემის ცენტრი), გამოღმა ქარიატა. მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 17კმ. ქარიატის თემი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. ზღვის დონიდან 6 მეტრის სიმაღლეზე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ქარიატა იხსენიება გვიან შუასაუკუნეების საეკლესიო საბუთებში. თემის ეტიმოლოგია ,,ქარს“ და ,,ლეტას“ ანუ ტალახს უკავშირდება. ის შესაძლოა დაერქვა ამ ადგილისათვის ჩვეული ხშირი ქარებისა და ტალახის გამო. მეორე ვერსიით სახელწოდება ,,ქარიანტეს“ ანუ ,,მშვენიერს’’ უკავშირდება, რითაც ბერძნულ წყაროებში მოიხსენიებენ მდინარე ხობს, რომელიც სოფელს ორ ნაწილად ჰყოფს. 1996 წლისთვის სოფელში ცხოვრობდა 82 გვარის 384 კომლი. ამჟამად აქ ცხოვრობს 910 სული. თემი შედგება ორი სოფლისაგან გაღმა და გამოღმა ქარიატა. გაღმა ქარიატა მდინარე ხობის მარცხენა ნაპირზეა, გამოღმა ქარიატა კი მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ქარიატაში ძირითადად გავრცელებულია შემდეგი გვარები: გიგიბერია, ჟველია, ამბალია, ზარანდია, წულაია, ბერაია, ბჟალავა, გვასალია, ქაქუთია, ძაგანია, გაბუნია. შესაბამისად, სოფელში არის უბნები: საამბალიო, საღურჯიო, საბერიო, საშამუგიო, საჟველიო, საწურწუმიო. საინტერესო ტოპონიმებია: ბერული - ჭალა, ღელეები: ზანაღალუ, ნოქორენი, ობერეღალუ; ჭალასახნავები: მუხური, ნაქობალი, სირული, ხატმუხური; ოხვამეკარი - სასაფლაო. ტყეები - სვაიმარი, ორზე და მადგუმუ; ჭაობი - დღიბუ; ჭალა - ქულური; ყანა - ნაჯიხურუ; ღელეები: უჩაღალუ და ჯიბადური. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას, მემცენარეობას, ძველთაგანვე როგორც დამხმარე მეურნეობა - მისდევენ მეთევზეობას და ნადირობას. ქარიატაში გაატარა თავისი ბავშობის წლები პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ხუტა ბერულავამ, შემდგომში მან ამ სოფელს უძღვნა ლექსი „ქარიატა“. ასევე ქარიატელები არიან პოეტი დიმიტრი გიგიბერია, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ბუკია. ლიტერატურა: თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია,სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი. პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007. გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007. ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000. ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001 #ხობი #საქართველო #georgia #სამეგრელო
Khobi Info-News-ის სხვა ვიდეოები
12:12
ლადო ახალაიას აღსარება
01:22
#მადლობათავისუფლებისთვის
05:40
მალხაზი (მაგანა) ადამიას ხსოვნას 1964-2015
04:59
ვეფხია კუტივაძე \u0026 Алисиа Дубцова
00:54
ხეთის-კორცხოს წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია
01:04
ხობის მუნიციპალიტეტის მერი სტიქიის შედეგად დაზიანე...
07:26
ქავთარაძეების ოჯახი - ბებია ბაბუა, რომლებმაც კოვიდ...
01:09
უნიკალური აღმოჩენა ხობის მონასტერში 2009 წელი
მსგავსი ვიდეოები
ქარიატაში ახალი ხიდი გაიხსნა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზურა მურვანიძე - ქარიატა/Zura Murvanidze - Kariata
Zura Murvanidze
შუა ხორგა ქარიატა ყულევის გზის მშენებლობა
Irakli Shonia
კორცხელის მონასტრის რეაბილიტაცია და ყულევისა და ქარიატის წყა...
Radio Atinati
სოფელი ქარიეტა
Radio Atinati
IV დასი - ZASTAVA
IV დასი