გია ბუღაძე.ტელა.გამოფენა "უფსკრული უფსკრულს გასძახის”.Radio Melomen
გთავაზობთ საქართველოს ეროვნულ მუზემში მხატვარ გია ბუღაძესთან შეხვედრის აუდიო ჩანაწერს. 2016 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის”. მხატვრის კონცეფციის მიხედვთ პროექტი ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” ეყრდნობა 41-ე ფსალმუნის მე-7 მუხლის ერთ მნიშვნელოვან ფრაზას და გადმოგვცემს იმ დრამატიზმს, რომელიც შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირებაში მდგომარეობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემაზე შექმნილი ოთხი მხატვრული ციკლი: ,,ბიბლიოგრამა”, ,,თვლა”, ,,ანაბეჭდები” და საკუთრივ ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის”. ექსპოზიცია ასევე მოიცავდა ინსტალაციას, რომლის ძირითადი კონცეფციაა წინააღმდეგობები – სიმპათიისა და ანტიპათიის, მიზიდვისა და განზიდვის, კითხვისა და პასუხის თემა. გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა მედიაში შესრულებულ კომპოზიციებს, რომლებშიც ხშირია სტილური პარალელები და ალეგორიულ-მეტაფორული ასოციაციები. არტისტი მიმართავს ციკლურობის, დისტანცირების, თემატური განშლისა და განზოგადების მეთოდებს, ბიოტექნოლოგიური ინსტალაციის ხერხებს. გია ბუღაძის გადაცემა 'ტელა' სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე ყოველ ორშაბათს-ოთხშაბათს-პარასკევს 13:00 at http://art.edu.ge მოუსმინეთ საუკეთესო აზრებს და საუკეთესო მუსიკას 24 საათის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე...სტრიმიდან :http://it-solutions.ge/radio/station/... ან სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდიდან :http://www.proglonet.com/radio/index.htm
რადიო მელომანი-ის სხვა ვიდეოები
10:15
კარლო კაჭარავა. ჩანაწერები. Radio Melomen
04:02
როგორ ხდებიან თანამედროვე მხატვრები ცნობილები.Radi...
09:12
კენძო ტანგე - საუბრობს ხათუნა ხაბულიანი. თანამედრო...
51:53
დიმიტრი თუმანიშვილი-ქართული ხუროთმოძღვრება N7გარდა...
07:28
სირიის ომი: ვინ იბრძვის და რატომ. Radio Melomen
10:08
ბორის გროისი - რა არის თანამედროვე ხელოვნება Radio...
06:21
მარშალ მაკლუენი - გლობალური სოფელი Radio Melomen
44:10
დიმიტრი თუმანიშვილი - ქართული ხუროთმოძღვრება N11 -...