1

07/02/2024

პოლიტიკური შეფასებების თემაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გუშინ პარლამენტში გაკეთებული განცხადება ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის სცენარებთან დაკავშირებით. გრიგოლ ლილუაშვილმა ილაპარაკა 2023 წელს ამ სცენარების დაგეგმვის თაობაზე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მტკიცებულებებისა, რომ 2023 წელს ძალადობრივი გზით გადატრიალება იგეგმებოდა, კიდევ უამრავი მასალა კი თავის დროს ელოდება. დესტაბილიზაციისა და არეულობის სცენარები იყო ერთ-ერთი მიმართულება პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიშისაც. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი მუშაობის შედეგია, რომ სცენარები, რომელსაც მათი ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბოლო წლების განმავლობაში გეგმავენ, სისრულეში არ მოდის. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ დესტაბილიზაციის სცენარებზე ლაპარაკით ხელისუფლება საზოგადოების განწყობებზე მანიპულირებს, სუს-ის ხელმძღვანელს კი ამ საკითხზე გამოძიების შედეგებს სთხოვენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.