დიდი ნახტომის შეჯიბრება/Big Jump Challenge
კრეატიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას კონკურსზე დიდი ნახტომის შეჯიბრება. პროექტის ფარგლებში მსურველებს შეუძლიათ შექმნან თანამოაზრეთა ჯგუფები, რათა დაგეგმონ და განახორციელონ კამპანია მიწისზედა წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად და ამ პრობლემასთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. მონაწილე გუნდებმა მთელი კამპანიის განმავლობაში უნდა აღბეჭდონ საკუთარი აქტივობები მათთვის სასურველი ფორმით და მოამზადონ ანგარიში, რომლის ფორმაც თავისუფალია. საბოლოო ჯამში, ანგარიშისა და თანდართული მასალების მიხედვით, შეირჩევა გამარჯვებული გუნდი, რომელიც ივლისში ბრიუსელში (ბელგია), ევროპის მდინარეთა პარლამენტში გაემგზავრება. გუნდი შეზღუდული არაა მონაწილეთა რაოდენობაში. თუმცა, საბოლოო ჯამში ბრიუსელში საქართველოდან 16-დან 25 წლამდე ასაკის 5 მონაწილე გაემგზავრება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:http://en.bigjumpchallenge.net/regist... რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22/03/2015 ნებისმიერი გუნდი, რომელიც რეგისტრაციას გაივლის ზემოაღნიშნულ ბმულზე, წერილობით უდნა შეგვატყობინოს ამის შესახებ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected]. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს დარეგისტრირებული გუნდი სამოქმედო გეგმას. პროექტში მონაწილეობა უფასოა! გამარჯვებული გუნდის ბრიუსელში გამგზავრება კი სრულად დაფინანსებულია. www.facebook.com/events/317705725084949/?fref=ts www.facebook.com/CDCgeorgia
მსგავსი ვიდეოები
კონკურსი "დიდი ნახტომის შეჯიბრება"
ტელეკომპანია თანამგზავრი
ზაზა ოსმანოვი: დიდი აფეთქების თეორია, სამყაროს წარმოშობის სა...
VeritasForYou
ღმერთის ძიებაში: დიდი აფეთქების თეორია
VeritasForYou
ზაზა ოსმანოვი: ეგზოპლანეტური სიცოცხლე სამყაროში
VeritasForYou
პოდკასტი ზაზა ოსმანოვი: შეუძლია უცხო ცივილიზაციას აღმოაჩინოს...
VeritasForYou
პოდკასტი ბაქარ ქავთარაძე: ღმერთის არსებობის პრობლემა ფილოსოფ...
VeritasForYou
პოდკასტი - ბაქარ ქავთარაძე: რელიგია VS მეცნიერება
VeritasForYou
ყველაზე დიდი ნახტომი GTA5 ში ! ჩემი რეაქციები | GTA5 JUMP W...
Amiko Zarkua - Games