ბენია მიქაძე • სანავარდო - უწინარეს მას ვადიდებთ
უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „სანავარდო“ 1978 წელს შეიქმნა სამტრედიაში, ცნობილი ლოტბარის ბენია მიქაძის ინიციატივით. ფოლკლორული ანსამბლის პირველ თაობას 11 წევრი ჰყავდა: ისაკ შუბლაძე, იოველ ხარძეიშვილი, რაფიელ ხურციძე, გიორგი დოლიძე, კალისტრატე ტორონჯაძე, ნესტორ შენგელია, იონა სტურუა, ალექსანდრე ერქვანიძე, პავლე ხუჭუა, კოლია ტორონჯაძე და თავად ბენია მიქაძე. ,,სანავარდოს" ყველა წევრი ასაკოვანი იყო, ბენიამ სწორედ ამ პრინციპით შეარჩია მომღერლები. უხუცესთა ანსამბლის დაფუძნების მისია, გაქრობის პირას მყოფი ხალხური სიმღერების შენარჩუნება იყო. ბენია მიქაძემ ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად მოიძია, აღადგინა და გაქრობას გადაარჩინა ათობით ხალხური სიმღერა, როგორც იმერული, ასევე მეგრული და გურული ფოლკლორიდან. დაარსებიდან მოკლე დროში ანსამბლმა სამი ფირფიტა ჩაწერა. ფირფიტები ძალიან სწრაფად იყიდებოდა და მსმენელთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. ანსამბლის წევრთა ხანდაზმულობის მიუხედავად, „სანავარდომ“ თითქმის მთელი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ქალაქები მოიარა კონცერტებით. 1986 წლის 12 ნოემბერს ბორჯომში, კომპოზიტორთა სახლში ჩატარებულ ეთნომუსიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელსაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სხვა ქართულ გუნდებთან ერთად „სანავარდოც“ წარმატებით მონაწილეობდა. გერმანიის ქალაქ „კიოლნის“ რადიომ მათი სიმღერები ჩაიწერა გადაცემისთვის ,,მსოფლიოს ხალხთა სიმღერები“. 1981 წელს საქართველოს რადიომ ჩაწერა „სანავარდოს“ 40-მდე სიმღერა, რომელიც ოქროს ფონდშია დაცული. წყალტუბოში ჩატარებულ ერთ-ერთ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე კი იაპონელმა სპეციალისტებმა „სანავარდოს" ავთენტური სიძველის და თავისი კუთხის სიმღერების შემნარჩუნებელი უწოდეს და სწორედ ამ ნიშნით გამოარჩიეს. რამდენიმე წლის შემდეგ იაპონელები ჩამოვიდნენ სამტრედიაში და ყველაზე ხანდაზმული მომღერლებისგან ფირზე ჩაიწერეს სიმღერები. „სანავარდოს“ პირველი თაობის ანსამბლმა 1990 წლამდე იარსება. ბენია მიქაძის გარდაცვალების შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობა იური გელოვანმა ითავა. მან დატოვებული საქმე სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით გააგრძელა, თუმცა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო 1992 წლიდან გუნდი დაიშალა. ================================================================ სიმღერა,სიმღერები,მუსიკა,ხალხური,საქეიფო,georgian music,georgian folk,ქართული,ქართული სიმღერა,ქართული სიმღერები,ქართული მელოდია,ხალხური სიმღერა,ხალხური მუსიკა,საქეიფო სიმღერა,საქეიფო სიმღერები,საქეიფო მუსიკა,simgera,simgerebi,melodia,xalxuri,saqeipo,saqeifo,qartuli,qartuli simgera,qartuli simgerebi,qartuli melodia,xalxuri simgera,saqeifo simgera,saqeifo simgerebi,грузинские песни,georgian songs,benia mikadze,benia,mikadze,miqadze,სანავარდო,sanavardo, ================================================================ #სიმღერა #მუსიკა #ქართული
Georgian Music-ის სხვა ვიდეოები
IV დასი (C.J) - შვილს/shvils
Siyvarulma Daureka Sevdas. Nino Chxeidze. Kabu | ს...
ნუკრი შავლიძე ჩემო საქართველო nukri shavlidze chem...
ია ბერელაშვილი შენი სითბო / ia berelashvili - she...
03:39
diana gurckaia shemomefete uecrad
04:27
Lazuri
02:20
Sukhishvilebi Kartuli
01:44
Sukhishvilebi In Wedding
მსგავსი ვიდეოები
ბენია მიქაძე • სანავარდო - გვიმღერია
Georgian Music
გვიმღერია ისევ ვიმღერ
Kutaisi Post
ფოტოკონკურსი „სანტას მოლოდინში“ გამარჯვებულების დაჯილდოვება
Radio Atinati
BENYA TV წარმოგიდგენთ. ნიკა რურუა
benya 18-21
BENYA TV წარმოგიდგენთ. ოლეგ სანდრო პანფილოვი და ხატია დეკანო...
benya 18-21
#ახალიდღე ბენია ჩხიკვიშვილის ცხოვრების გზა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
BENYA TV წარმოგიდგენთ. ლაშა გაბუნია
benya 18-21
BENYA TV წარმოგიდგენთ. გია თაბუკაშვილი
benya 18-21