ANA KHUNJUA 2019 წ.12 მარტი. ევროპის U22 მოკრივეთა ჩემპიონატზე ანა ხუნჯუას მეოთხედფინალური ბრძოლა.
03/13/2019
Sergo Davlianidze-ის
მიერ
Content : European Boxing Confederation • EUBC U22 European Boxing Championship...
სერგო დავლიანიძის რუბრიკა - კრივი და ქართველი მოკრივეები.
KHUNJUA ANA - WINNER.
რუსეთის ქ.ვლადიკავკაზში, ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე, კენჭისყრის შედეგად, ანა ხუნჯუა გავიდა ჩემპიონატის მეოთხედფინალში და 2019 წლის 12 მარტს, ბრინჯაოს მედალისთვის, ღირსეულად იბრძოლა ბელორუსი მეტოქის წინააღმდეგ: EUBC U22 EUROPEAN BOXING CHAMPIONSHIPS 12 MAR 2019 (54 kg) RED KARPOVICH Aliaksandra BLR VS BLUE KHUNJUA Ana GEO – BLUE WP 5:0.
პირველად საქართველოს სპორტის ისტორიაში, ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე ქართველმა ქალმა მედალი მოიპოვა. 54 კილოგრამში მოასპარეზე ანა ხუნჯუამ ბრინჯაო დაისაკუთრა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბელორუს ალექსანდრა კაპროვიჩს სძლია.
უკეთესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად ნახევარფინალში ანა რუს ანასტასია არტამონოვას შეხვდება. ვლადიკავკაზში მიმდინარე ევროპირველობაზე ნახევარფინალური ბრძოლები 15 მარტს გაიმართება.
ნოდარ დარბაიძე , არტიუშ გომციანი და ნიკოლოზ ბეგაძე, ის ქართველი მოკრივეები არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვეს და საქართველოს ნაკრებს სულ მცირე ბრინჯაოს მედლები უკვე შესძინეს.
შეგახსენებთ რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩვენი ოთხი მოკრივე იასპარეზებს:
1) ანა ხუნჯუა - 54 კგ
2) ნოდარ დარბაიძე - 52 კგ
3) არტიუშ გომციანი -56 კგ
4) ნიკოლოზ ბეგაძე - 91 კგ
ნახევარფინალური შეხვედრები 15 მარტს გაიმართება.
Read more at https://primetime.ge/news/1552500399-...
ანა ხუნჯუა 19 წლის სპორტსმენია ხობიდან, რომელმაც სპორტის საბრძოლო სახეობაში წარმატებებს მიაღწია. ბედი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და ძიუდოში სცადა, მაგრამ საკუთარი თავი კრივში იპოვა. განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ბელარუსი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს კრივის ისტორიაში ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ანა ხუნჯუამ \"პრაიმტაიმის\" კითხვებს უპასუხა.
- როდის და რატომ დაინტერესდი სპორტის ამ სახეობით?
- ბავშვობიდან სპორტით ვარ გატაცებული. ოჯახიც სპორტული მყავს. მამა მწვრთნელია, შესაბამისად, გენეტიკურად მეც საკუთარი თავი სპორტში ვიპოვე. 12 წლიდან ბედი სხვადასხვა სახეობაში ვცადე, მაგრამ კრივი მუდმივად ჩემი ბავშვობის ოცნება იყო!
- რამდენად რთულია ქალისთვის იყოს მოკრივე?
- ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია, რადგან კრივი არის ფიზიკური კონტაქტი და ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე. ქალისთვის ცოტა რთულია და ზოგადად საზოგადოებისთვისაც, თუმცა, ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია. გამბედაობა, ძლიერი სურვილი და მონდომება ყოველგვარ სტერეოტიპს ამსხვრევს.
- რა იყო შენი პირველი წარმატება?
- მოგებული მაქვს ღია ტურნირები. შარშან დიდების ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოვიჩინე თავი. თუმცა, ეს ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალია ჩემთვის. ეს მინიმუმია, წინ კიდევ ნახევარფინალი გველოდება, სადაც რუს მეტოქეს ვხდებით.
- მომიყევით, რა გრძნობა დაგეუფლათ გამარჯვებისას?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი მეც მწვრთნელებიც და მთელი საქართველო. როცა აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი პირველად ხდება შენს ცხოვრებაში და საქართველოს ისტორიაში, ძნელია უემოციოდ შეხვდე ამ ყველაფერს. ამ გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.
ავტორი: თეონა აბესაძე
Read more at https://www.primetime.ge/news/1552479...