20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

12.09.2021 01:53

შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალური ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. 20 წლის წინ მომხადრ ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 11 სექტემბრის მემორიალურ ღონისძიებებზე ჯო ბაიდენი სიტყვით არ გამოსულა. მან მიმართვა ერთი დღით ადრე გაავრცელა. მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: