ქუჩის აკადემია - გიგა ზედანია - "დეკონსტრუქცია ანუ სიკვდილი სიცოცხლეში"
არტარეა წარმოგიდგენთ: ქუჩის აკადემია, გაზაფხულის სეზონის დასაწყისი. ლექციის სინოპსისი: "მივესალმები ზეადამიანს", წერდა დიდი ირლანდიელი პოეტი უილიამ ბატლერ იეიტსი, "მე მას ვუწოდებ სიკვდილს სიცოცხლეში და სიცოცხლეს სიკვდილში". დეკონსტრუქცია არის მცდელობა, მოვიაზროთ არა სიცოცხლე ცალკე, გამიჯნული სიკვდილისაგან, არამედ სიკვდილთან ერთად, აქედან გამომდინარე ყველა მოულოდნელი, პარადოქსული, ირონიული და შემაშფოთებელი შედეგით. სიტყვა "დეკონსტრუქია" დღეს პოპულარულია და ხშირად ყოველდღიურ მეტყველებაშიც კი აღწევს. მაგალითისთვის, "ჰარის დეკონსტრუქცია" ჰქვია ვუდი ალენის ერთ ფილმს. ტერმინი 1960-იანების პარიზში გაჩნდა და ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ დერიდას სახელთანაა დაკავშირებული. ფილოსოფიური, ლიტერატურული და პოლიტიკური თემებისა და ფიგურების განხილვის პროცესში ჩვენ შევეცდებით განვსაზღვროთ, რა (არ) არის დეკონსტრუქცია." http://artarea.tv
Artareatv-ის სხვა ვიდეოები
ქუჩის აკადემია - გოგი ხოშტარია - "ფერწერის არსი და...
''თემა'' - ქეთი დევდარიანი
ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" -...
პოლიტარტი - ლევან ბერძენიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - პიროვნების დაბადება ვაჟას შემ...
რადიო "შოკოლადის" გადაცემა "წიგნები" - ლევან ბერძე...
განდევნილი შინაარსები - ლევან შატბერაშვილი
ლევან ბერძენიშვილი - ზღვა და ლიტერატურა (II ნაწილი...