გოგი ჩაგელიშვილის გამოფენა

57 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები ერთ საგამოფენო სივრცეში - გოგი ჩაგელიშვილის ნახატებს ეროვნულ გალერეაში გამოფენენ. „სოც-არტიდან დღემდე“, - ასე ერქმევა ექსპოზიციას, სადაც ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედება რამდენიმე ეტაპად იქნება წარმოდგენილი. გამოიფინება ბოლო პერიოდში შექმნილი, ანუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილი ნახატებიც. განახლებული ეროვნული გალერეა გოგა ჩაგელიშვილის ნახატებს პირველად მასპინძლობს. წარმოდგენილი ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედების მხოლოდ ნაწილია. დამთვალიერებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში სხვადასხვა ჟანრსა და დროში შესრულებული ნამუშევრები იხილოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები