მამა საბა ჭიკაიძის ლექცია♥️ შეკითხვებზე პასუხი. 17.09.2021


შეკითხვებზე პასუხი♥️
-ვინ არის იესო

-გამარჯობა, მაინტერესებს ვარსკვლავის \"ჩამოვარდნის\" დროს, სურვილის ჩაფიქრება ცრუ რწმენაა? ან რაიმე კავშირი აქვს რელიგიასთან? და რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

-სანამ გავთხოვდებოდი უფალს ესეთი რაღაცა ვთხოვე, გამომიჩინე ქმრად ისეთი ადამიანი ვინც ხელს არ შემიშლის ეკლესიურ ცხოვრებაში მეთქი, მართლაც გათხოვდი ისეთ ადამიანზე ვინც ხელს არ მიშლის პირიქით მეხმარება მარხვაში, ყიდულობს სამარხვო საკვებს, ტრადიციული ადამიანია, მაგრამ ეკლესიური არ არის, მძიმე ხასიათების, უმადური, უკმაყოფილო ყველაფრით, ხშირად ვჩხუბობთ დრო და დრო გონება უნათდება თითქოს დიდ მარხვაში ხდება, ეს ხვდება დანაშაულს პატიებას მთხოვს, მაგრამ მერე ისევ ისე აგრძელებს, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ არასწორად ვთხოვე უფალს, მე როგორი ქმარიც ვთხოვე ხო ისეთი გამომიგზავნა, არ მითქვია იყოს ნება შენი მეთქი, მაგრამ ისიც ხო წერია სახარებაში პურს, რომ ვთხოვთ უფალს შეუძლებელია მორიელი გამოგვიგზავნოსო იქნება ეს იყო უფლის ნება და რაც არ უნდა მეთხოვა მაინც ესეთი ქმარი შემხვდებოდა ძალიან დაბნეული.

-ორი წლის წინ ჩემ მეგობარს დიდი თანხა გამოვუტანე სესხად, რომელსაც თავიდან იხდიდა, შემდეგ ძალიან ცუდად წაუვიდა საქმე, ვგრძნობდი რომ ვეღარ ახერხებდა გადახდას, რომ ვეუბნებოდი არაუშავს მე გადავიხდითქო გიჟდებოდა...მერე ისე მოხდა რომ კიდევ ბევრი უბედურება დაატყდა თავს, იმ პერიოდში მეც უმუშევარი ვიყავი, მაშინ ვთხოვე ღმერთს, რომ ღმერთო მე გადავიხდი მთლიანად ამ თანხას და ერთი ცოდვა გამომასყიდინეთქო... ისე მოხდა რომ იმ ფულს მე ვიხდი...შეიძლება ესე ცოდვის გამოსყიდვა? ამ სესხს ისე ვიხდი თითქოს ჩემი იყოს, არმაქვს არც წყენა, არც სიბრაზე, პირიქით მადლიერი ვარ.

-ძალიან უცნაური რაღაც მემართება ძილის დროს. არ ვიცი გონებას სრულყოფილი ძილით არ ძინავს და გავარჯიშებულია ლოცვის კითხვით თუ რა არის ეს არ ვიცი. ანუ ლოცვებს ვიმეორებ მუდმივად ძილში გონებით. ეს კარგა ხანი ასეა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ არც ჩემს სულიერ მოძღვარს ვეუბნები. არ მინდა სხვანაირად გაიგოს. ეს რა მდგომარეობაა ხომ ვერ ამიხსნით. ეშმაკის რაიმე ხრიკი ხომ არ იქნება. ხიბლშიც არ მინდა ჩავვარდე. იქნებ თქვენ დამაკვალიანოთ რა მდგომარეობაა ეს.

-Ჩვენ ვიცით, რომ უფლის გარდა გადარჩენა არ გვიწერია, გვაქვს ბოლომდე უფლის იმედი, რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის, მაგრამ მას ამხელა სამყაროს, კოსმოსის შემქმნელს, ყოვლისშემძლე ღმერთს რაში შჭირდებოდა ჩვენი თავი?
Ჩვენი გამოცდა? Ჩვენი ღვთის ხატად შექმნა?

-მოვისმინე მამა ზოსიმე ბერიძის მიერ მომზადებული ფილმი განდგომილება, ნაწილი 3. ძალიან დამაბრკოლა მასში ასახულმა ეკუმენისტურმა ნიშნებმა, პაპის საქართველოში სტუმრობამ და მაინტერესებს თქვენ რას იტყვით მამა საბა ამ ფილმთან დაკავშირებით?

-როდესაც წმიდა მამების მემკვიდრეობას ვკითხულობ სინანულზე მაგ. ბრიანჩანინოვი, სილვანე ათონელი, ოქროპირი და სხვები როგორ უყვარდათ უფალი და როგორ წერდნენ სინანულიზე ბოლოს ჩემი გოდება წავიკითხე და ცრემლები ცხარედ მდიოდა თითქოს ეს სიტყვები ჩემს გულს მდგომარეობას ეხებოდა და მინდა გკითხოთ თუ შეიძლება იგივე სიტყვა სულ მცირედ გავიმეორო ჩემს აღსარებაში.

-მარტოობა, ჩაკეტილობა როგორ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს.

-მართმადიდებლობაში დაბადების დღის აღნიშვნა.

-რას ნიშნავს საეკლესიო სჯული?

-მორწმუნე ოჯახში დავიბადე და ბავშვობიდან დავდიოდი ამის გამო ეკლესიაში. ხშირად ვეზიარებოდი, დილა-საღამოს ლიცვებსაც თითქმის გაუცდენლად ვკითხულობდი. მიუხედავად ამისა, არ მქონდა განცდა ცოცხალი ღმერთისა. ამ ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ თითქოს რიტუალურად, სანამ ერთხელაც წყნეთში არ მოვხვდი დედა ანასთან. დედაოს დალოცვის შემდეგ თითქოს ჩემი რწმენა გაცოცხლდა.
ამის მერე უფრო მოვიწადინე და ეს ბოლო სამი წელია სულით, გულით და შინაგანი განცდით ვკითხულობ ლოცვებს, ვეცნობი ლიტერატურას, ვკითხულობ სახარებას, ვუსმენ ქადაგებებს და ასე შემდეგ.
მიუხედავად ამისა, ამ ბოლო სამ წელში განსაცდელები ძალიან გამიმრავლდა.
ვცდილობ მიხაროდეს რომ ეს ასეა, რადგან უფალი ამით მწვრთნის, მასწავლის და ამით ცდილობს ჩემს განწმენდას, მაგრამ, ხანდახან ვეღარ ვუძლებ განსაცდელების სიმძიმეს და სიმრავლეს და უფალს დახმარებას ვთხოვ, რომ შემიმსუბუქოს ჩემი ჯვარი.
მაინტერესებს, რამდენად სწორია ამის თხოვნა? ხომ არ სჯობს ბოლომდე დავითმინო და არ ვითხოვო განსაცდელების თავიდან აცილება?

-რას ფიქრობთ დაბალ თვითშეფასებაზე?
ადამიანების და მოზარდების ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
საიდან წარმოიშობა, არის თუ არა ცოდვა დაბალი თვითშეფასების ქონა და რა გზებით უნდა დავძლიოთ იგი?
ჩემი დაკვირვებით მისი ძირი პატივმოყვარეობაა, რაც არ უნდა არალოგიკურად ჟღერდეს ეს.
ანუ, ადამიანს უჩნდება დაცინვის ან სხვისი მხრიდან განკითხვის შიში და გამუდმებით ფიქრობს სხვის აზრზე.
ამასთან, მე ვფიქრობ დაბალი თვითშეფასება ბოროტისაგან მოგვრილი ბოროტი აზრებია, რითაც ის გვაწვალებს და ცდილობს ჩვენს სასოწარკვეთილებაში ჩაგდებას და ტანჯვას, სწორედ იმიტომ, რომ ხედავს ჩვენში პატივმოყვარების ეკლებს. ბოროტი ამ ეკლებს ეჭიდება, და გვიგზავნის აზრებს რომ ჩვენ ლამაზები, ჭკვიანები, სხვასავით კარგები არ ვართ, გვიგზავნის ეჭვიანობის აზრებს, რომ ჩვენს გვერდით ვიღაცამ რომ გაიცინა, მან შესაძლოა ჩვენზე გაიცინა, ჩვენზე ცუდი თქვა და ა.შ. ამ გზით ცდილობს ის ჩვენს დაღუპვას.

-რას ნიშნავს სიტყვები\"შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს\"(დბ.4:15)და აგრეთვე სიტყვები\"თუ კაენისთვის 7-ჯერ მიეზღვებათ ლამექისთვის 7-ჯერ და კიდევ 70-ჯერ?(დბ4:24)

-ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ მიმართავს ღმერთი მხოლოდ ადამს \"ადამ სადა ხარ?\"

ვიდეოები „მამა შალვა კეკელია"-ისგან