მიშას ხელის აწევა არ სჭირდება, იყო და იქნება პარტიის ლიდერი - გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა ყრილობაზე
(ახალი ამბები 24.03.2019) „სახლიდან გამოსვლის წინ ნინომ მითხრა, ისე გააკეთე, რომ ვისაც შენი გამოსვლა მოეწონება, რამე დაიმახსოვროს და ვისაც არ მოეწონება, გაუხარდეს, რომ მალე მორჩიო“ - ამ სიტყვებით დაიწყო გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარედ არჩევამდე პარტიის მერვე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა. მან მოკლედ მიმოიხილა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებები, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს და განაცხადა, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა „ნაციონალური მიძტაობის“ თავმჯდომარე თუ გახდებოდა. პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს და აქტივისტებს გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ სწორედ ამ პარტიამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნა წარმატებული რეფორმატული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური და ეფექტური ინსტიტუციები. „იცოდეთ, ჩვენ ამ გზას განვაახლებთ. კვლავ დავაბრუნებთ საქართველოს ამ გზაზე. ამ პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე. მიშას ამისთვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი არ სჭირდება. პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა. ამიტომ ტაში დავუკრათ მას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე განცხადებით, „ნაციოლანული მოძრაობა“ ყოველთვის იყო მომავლის პარტია და სწორედ მას შეუძლია ოლიგარქის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება. გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმარტა, ყველამ დაიოკოს ამბიციები. მისი თქმით, გადასადგმელ ნაბიჯებტან დაკავშიერბიტ, ყოველტვის იქნება პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა, რაც არ უნდა იქცეს ერთიანობის დამრღვევად. „აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა გადაიზარდოს პირად დაპირისპირებაში. ურალატო კაცი ვარ, თუ დამეხმარებიტ ყველაფერს შევძლებთ“ - განუცხადა თანაპარტიელებს გრიგოლ ვაშაძემ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
ვინ ითხოვს მიშას ჩამოსვლას და ვინ არ აპირებს ხელის განძრევას
TV IMEDI
მიშას ხელს უწევენ
Irakli Archvadze
ხელის ტრაქტორი. HYUNDAI D400 ვხნავთ ყამირს,ანუ უძრავ კაპუეტი...
Павлиашвили Тариели
ბედუკაძის დაგეგმილი წამება
ad min
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მისალმება მიშასეულად
Dato Kesareli
ქრონიკა 17:00 საათზე - 15 ნოემბერი, 2021 წელი
TV IMEDI
ინტერვიუ სოსო დუმბაძესთან │მზიანი ღამე
Litagora