"მზია ამაღლობელის შემთხვევაში კრიმინალური დანაშაული მოხდა-ეს იყო დამოკიდებულება ინსტიტუციის მიმართ"
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 10 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქალბატონ მზია ამაღლობელის შემთხვევაში კრიმინალური დანაშაული მოხდა - ეს სილის გაწვნა, ტკივილი თუ გაწითლება არ იყო, ეს იყო დამოკიდებულება ინსტიტუციის მიმართ, რის გამოც პასუხისმგებლობა დადგა". მარიამ ლაშხმა ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, სოფიო ხორგუანის კითხვას. „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა სოფო ხორგუანმა ისაუბრა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე. ხორგუანმა შეადარა მზია ამაღლობელისა და მარიამ ლაშხის საქმეები, როდესაც „ოცნების“ დეპუტატმა აქტივისტებს სასამართლოში უჩივლა იმის, გამო რომ ისინი შვილებთან ერთად მყოფ ლაშხთან მივიდნენ და მმართველი პარტიის პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს. სოფო ხორგუანმა მარიამ ლაშხს შეახსენა, რომ მზია ამაღლობელისგან განსხვავებით, მას თმენის ვალდებულება ჰქონდა. https://netgazeti.ge/news/790692/
ბათუმელები / Batumelebi-ის სხვა ვიდეოები
4 წლის ვლადიკი ყოველდღე უყვება ბათუმელ მეგობრებს,...
დაპირისპირება პოლიციასთან - აქცია ბათუმში რუსეთიდა...
ადრეული განვითარება და განვითარების დარღვევები | შ...
რატომაა საშიში რუსული კანონი?
ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის
ტრანსგენდერი ქალი: რატომ უნდა წავიდე სხვაგან, საქა...
რას ითხოვენ ჩემპიონები
მთავრობამ უცხოეთიდან შემოიტანა თუთუნი და ჩვენსას ფ...