დელივერის სერვისი - შრომა 19

04.02.2021 07:30

✊ პროფკავშირები კომპანია ვოლტის წინააღმდეგ დავას იწყებს. ▪ გლოვოს კურიერებმა აქცია გამართეს. ისინი შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ. 🧩 მიწოდების სერვისის კომპანიებმა, სრულიად მოიხსნეს სოციალური პასუხისმგებლობა და თავის დასაქმებულებს პარტნიორობა შესთავაზეს - გაუფორმეს მომსახურების ხელშეკრულება და საკუთარი თავი გაათავისუფლეს იმ ვალდებულებებისგან, რასაც შრომითი ურთიერთობების დროს აწყდებოდნენ. 💬 „ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მივაღწევთ თქვენი შრომითი უფლებების აღიარებას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შემდგომში გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რომელიც გათვალისწინებული არის მოქმედი შრომის კანონმდებლობით.“ ▪️ ვიდეო მომზადებულია Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia -ს მხარდაჭერით. #პროფკავშირი

გაზიარება: